| ||||||||
| ||||||||
irinas blogi
Thursday, November 28, 2013
Monday, November 18, 2013
Tuesday, November 12, 2013
სანამ ისინი გაქრებოდნენ- გადაშენების პირას მყოფი ტომები
- 968

ფოტოგრაფმა და მოგზაურმა ჯიმი ნელსონმა გადაწყვიტა მთელ მსოფლიოში მოეძებნა და საზოგადოებისათვის გაეცნო გაქრობის პირას მისული ხალხების ტომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტმა მიიღო სახელწოდება : “მანამ, სანამ ისინი გაქრებოდნენ”.
წარმოგიდგენთ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ იშვიათი ტომების ადამიანების სურათებს მცირეოდენი აღწერილობით.
1.აზაროს ტომები(პაპუა-ახალი გვინეა).
აზაროს ტომის ადამიანები მთელ ტანს იფარავდნენ ტალახით, სახეზე საშინელ ნიღბებს იკეთებდნენ და შუბებით იყვნენ შეიარაღ
ებულნი.
2.ჩუქჩები.

ეს უძველესი ხალხი ცხოვრობს ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. ციმბირის სხვა ძველი ტომებისაგან განსხვავებით, რუსებმა ვერ მოახერხეს ამ ხალხის დამონება.მაგრამ მათი კულტურა და ტრადიციები ძალიან დაზარალდა საბჭოთა პერიოდის დროს.

3.გოროკას ტომები.(პაპუა-ახალი გვინეა)

მასში შედის რამოდენიმე სხვადასხვა ტომი. ისინი გაფანტულად ცხოვრობენ მთებში და ერთმანეთს ხშირად ესხმიან თავს.

4.ხიმბას ტომები (პაპუა-ახალი გვინეა).

5.ხულები(პაპუა-ახალი გვინეა).

ხულები ითვლებიან გვინეის უძველეს ტომებად. დღესდღეობით შემორჩენილია მათი ძალიან მცირე რაოდენობა.
6.კალამის ტომები.(ავსტრალია).

7.ყაზახები-თურქი, მონღოლური და ინდო-ირანული ტომების შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ციმბირსა და შავ ზღვას შორის ტერიტორიებზე.

ესენი იყვნენ ნახევრად მომთაბარე ტომები, რომლებიც თავიანთი ცხვრის ფარებით და საქონლის ჯოგებით განუწყვეტლივ იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილებს.

8.მაორები (ახალი ზელანდიის აბორიგენები).

მათი წარმოშობის ისტორია იწყება XIII საუკუნედან. მაორები ასეული წლების განმავლობაში იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამიტომ გააჩნდათ სპეციფიკური დამახასიათებელი ხელოვნება, თავიანთი ენა და უნიკალური მითოლოგია.
Subscribe to:
Comments (Atom)

