მილანურ
ციხე სფორცაში რესტავრაციის დროს კედელზე მოხატულობის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო გაკეთებული. ამის შესახებ
Corriere Della Sera იტყობინება. ფრესკა ეგრეთ წოდებულ ფიცრებიან დარბაზში (Sala della Asse) ნახეს. მას ეს სახელწოდება ხის პანელების გამო მიანიჭეს, რომლებითაც ოდესღაც მისი კედლები იყო დაფარული. ლეონარდო დარბაზის გაფორმებაზე 1498 წელს
ჰერცოგ ლუდოვიკა სფორცას დავალებით მუშაობდა. ციხის ამ ადგილას მფლობელი საპატიო სტუმრებს ღებულობდა.
რესტავრატორებმა მონოქრომული ფრესკის დიდი ნაწილი აღმოაჩინეს, რომლის ფრაგმენტზე ხის გიგანტური ფესვებია გამოხატული.
მოხატულობის აღმომჩენმა რესტავრატორებმა განაცხადეს, რომ მისი სრულად აღდგენა არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის საკმაოდ დიდი დრო არის საჭირო.
აღდგენითი სამუშაოების თვალის მიდევნება რეალურ რეჟიმშია შესაძლებელი, რისთვისაც იხილეთ საიტი
Sala delle Asse
No comments:
Post a Comment