Thursday, November 28, 2013

მილანში ლეონარდო და ვინჩის ფრესკა აღმოაჩინეს
მილანურ ციხე სფორცაში რესტავრაციის დროს კედელზე მოხატულობის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო გაკეთებული

მილანურ ციხე სფორცაში რესტავრაციის დროს კედელზე  მოხატულობის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო გაკეთებული. ამის შესახებ Corriere Della Sera იტყობინება. ფრესკა ეგრეთ წოდებულ ფიცრებიან  დარბაზში (Sala della Asse) ნახეს. მას  ეს  სახელწოდება ხის პანელების გამო მიანიჭეს, რომლებითაც ოდესღაც მისი კედლები იყო დაფარული. ლეონარდო დარბაზის გაფორმებაზე 1498 წელს ჰერცოგ ლუდოვიკა სფორცას  დავალებით მუშაობდა. ციხის ამ ადგილას მფლობელი საპატიო სტუმრებს ღებულობდა.
რესტავრატორებმა მონოქრომული ფრესკის დიდი ნაწილი აღმოაჩინეს, რომლის ფრაგმენტზე ხის გიგანტური ფესვებია გამოხატული.
მოხატულობის აღმომჩენმა რესტავრატორებმა განაცხადეს, რომ მისი სრულად აღდგენა არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის საკმაოდ დიდი დრო არის საჭირო.
აღდგენითი სამუშაოების თვალის მიდევნება რეალურ რეჟიმშია შესაძლებელი, რისთვისაც იხილეთ საიტი  Sala delle Asse 

Tuesday, November 12, 2013

სანამ ისინი გაქრებოდნენ- გადაშენების პირას მყოფი ტომები


  • 968
     


image
ფოტოგრაფმა და მოგზაურმა ჯიმი ნელსონმა გადაწყვიტა მთელ მსოფლიოში მოეძებნა და საზოგადოებისათვის გაეცნო გაქრობის პირას მისული ხალხების ტომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტმა მიიღო სახელწოდება : “მანამ, სანამ ისინი გაქრებოდნენ”.
წარმოგიდგენთ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ იშვიათი ტომების ადამიანების სურათებს მცირეოდენი აღწერილობით.
1.აზაროს ტომები(პაპუა-ახალი გვინეა).

აზაროს ტომის ადამიანები მთელ ტანს იფარავდნენ ტალახით, სახეზე საშინელ ნიღბებს იკეთებდნენ და შუბებით იყვნენ შეიარაღ
ებულნი.
2.ჩუქჩები.
image
ეს უძველესი ხალხი ცხოვრობს ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. ციმბირის სხვა ძველი ტომებისაგან განსხვავებით, რუსებმა ვერ მოახერხეს ამ ხალხის დამონება.მაგრამ მათი კულტურა და ტრადიციები ძალიან დაზარალდა საბჭოთა პერიოდის დროს.
image
3.გოროკას ტომები.(პაპუა-ახალი გვინეა)
image
მასში შედის რამოდენიმე სხვადასხვა ტომი. ისინი გაფანტულად ცხოვრობენ მთებში და ერთმანეთს ხშირად ესხმიან თავს.
image
4.ხიმბას ტომები (პაპუა-ახალი გვინეა).
image
5.ხულები(პაპუა-ახალი გვინეა).
image
ხულები ითვლებიან გვინეის უძველეს ტომებად. დღესდღეობით შემორჩენილია მათი ძალიან მცირე რაოდენობა.
6.კალამის ტომები.(ავსტრალია).
image
7.ყაზახები-თურქი, მონღოლური და ინდო-ირანული ტომების შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ციმბირსა და შავ ზღვას შორის ტერიტორიებზე.
image
ესენი იყვნენ ნახევრად მომთაბარე ტომები, რომლებიც თავიანთი ცხვრის ფარებით და საქონლის ჯოგებით განუწყვეტლივ იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილებს.
image
8.მაორები (ახალი ზელანდიის აბორიგენები).
image
მათი წარმოშობის ისტორია იწყება XIII საუკუნედან. მაორები ასეული წლების განმავლობაში იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ამიტომ გააჩნდათ სპეციფიკური დამახასიათებელი ხელოვნება, თავიანთი ენა და უნიკალური მითოლოგია.
image